|
2018-04-12 15:04:45, 1704 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს პროგრესი აქვს როგორც ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების მხრივ
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შედგა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური. როგორც შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. „სწორედ სავალუტო ფონდთან დაწყებული პროგრამის მეშვეობით, ჩვენ მოვიპოვეთ და დავიბრუნეთ ის ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში ესოდენ დიდი ინვესტიციების განხორციელებისათვის. 2017 – 2020 წლებში ჩვენ ქვეყანაში 3,5 მლრდ დოლარით მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაში და ეს ინვესტიციები მოზიდული უნდა იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. დღეს ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაკონტრაქტებული", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. თავის მხრივ, შეხვედრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურმა. „საინტერესო შეხვედრა იყო, რომელზეც განვიხილეთ რეფორმების პროგრამა, რასაც საქართველო ახორციელებს. ასევე მოვისმინე სხვადასხვა ინიციატივები, რომელიც ხორციელდება ქვეყნებსა და რეგიონს შორის თანამშრომლობის გაზრდის კუთხით. მოხარული ვარ იმის შეტყობით, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით როგორც სავაჭრო, ასევე ინვესტიციების მხრივ", - განაცხადა ჯიჰად აზურმა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)