04:30 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 14:39:23, 1650 ნახვა

კომენტარი
სუბარი: ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ბოლშევიკური პარტიის შემდეგ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობაა“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “ევროპული საქართველოს“ ინიციატივას ეხმაურება.

„ევროპული საქართველო“ აპირებს, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტს წარუდგინოს საკანომდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას აღკვეთს.

სუბარი ზოგადად, მოსაზრებას, რომ პრორუსულ ძალებთან, თუ ფონდებთან დაკავშირებით სმკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს, ეთანხმება, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ბოლშევიკური პარტიის შემდეგ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფებია:

“მოსაზრებას, რომ პრორუსულ ძალებთან, თუ ფონდებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს, ვეთანხმები. თუმცა თუ ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ყოფილა ბოლშევიკური პარტიის შემდეგ, არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით, რომელმაც მისცა რუსეთს საშუალება განეხორციელებინა აგრესია და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ვითომ დამოუკიდებლობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics