04:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 13:38:25, 1880 ნახვა

კომენტარი
შოთა შალელაშვილი - ირაკლი კობახიძეს დეპუტატთა ვიწრო წრე ჰყავს შემოკრებილი და მათ იქით ვერაფერს ხედავს

„პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატთა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა ის ვიწრო წრე, რომელიც ჰყავს შემოკრებილი და იმათ იქით ვერაფერს ხედავს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არიან ისეთი პარლამენტარები, რომლებიც ათმაგ საქმეს აკეთებენ და ამის გამო უმრავლესობის უმრავლესობა უფუნქციოდ დარჩა.

„აქედან გამომდინარე, არის კითხვები. პარლამენტარები არიან ადამიანები, რომლებიც თავმოყვარეები არიან და უნდათ, დასაქმებულები იყვნენ. არ უდნა ვიყოთ პარლამენტში იმისთვის, რომ მანდატი ვატაროთ. პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ერუდირებულს, განათლებულს, ყველამ ვიცით, როგორი გაწონასწორებული ადამიანი ბრძანდება ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც-რაღაცები მასაც აქვს შესაცვლელი, იგივე დეპუტატებთან ურთიერთობა, ცოტა ფართე ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს, არ უნდა შემოიკრიბოს ის გარკვეული წრე, რომელიც მას ჰყავს შემოკრებილი და იმათ იქით ვერაფერს ხედავს“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics