|
2018-04-11 10:46:58, 1824 ნახვა
სამართალი
არასამთავრობოები ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის რასიზმის მუხლით გამოძიებას ითხოვენ
ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს საგანგებო განცხადებით მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გამოხატავენ შეშფოთებას ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გაძლიერებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური და რასისტული პროპაგანდის, მისი მეშვეობით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების მობილიზების მიმართ სახელმწიფო ორგანოების უყურადღებობის გამო. „ამასთან დაკავშირებით მთავრობას შეახსენეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გაამახვილოს ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები". განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები 8 აპრილს ქ.თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტს რასიზმის უხეშ გამოვლინებად აფასებენ და მოითხოვენ, საქმე წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142(1) მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესები და შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო“,-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)