|
2018-04-11 09:21:55, 1456 ნახვა
სამართალი
მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული ფ.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. „სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 12 აპრილს, დილის საათებში, ქ.თელავში ფ.ი-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლეს ხ.ა-ს, დედის და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მუცლისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ხ.ა-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ფ.ი. იმავე დღეს ქ.თელავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ფ.ი-ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი, მსჯავრდებული ფ.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)