12:05 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:31:11, 367 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა, ევროკავშირთან ურთიერთობა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იქნება. 

შეხვედრა 22 მაისს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართება. გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics