|
2018-04-10 14:48:29, 1709 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან საქართველოში დაგეგმილი ახალი ინვესტიციები განვიხილეთ
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აბუ-დაბიში საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანს შეხვდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შეიხის მიერ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ახალი სასტუმროების მიმართულებით. „შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა საქართველოში ინვესტიციების გაორმაგება ჯერ კიდევ გასულ წელს, „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე გამოსვლისას დააანონსა. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული საუბარი საქართველოში ახალი სასტუმროების მიმართულებებით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომლის ინვესტიციები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღწევს. შეიხის მსხვილ ინვესტიციებს შორისაა „ტერა ბანკი" და სასტუმრო „ბილტმორი". დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებთან და საემიროების წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის გახსნით დისკუსიაში, სადაც საქართველოს რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა. ამასთან ერთად, პირველმა ვიცე-პრემიერმა დუბაის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გამართა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინვესტორების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)