|
2018-04-10 10:55:27, 1659 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვის კუთხით საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ
„ინვესტორებისა და პირადაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ორი მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის პანელზე გამოსვლისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველომ ორივე ამ მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა და ხელშესახები წინსვლა აქვს. „თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ გრანატია, რომ მათი პროდუქტი, მათი ინტელექტუალური საკუთრება, მათი საკუთრების უფლება იქნება დაცული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პანელზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში კერძო სექტორთან სწორ კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინვესტორთა საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პლატფორმაა, რომლის დანერგვას ყველა ქვეყნის მთავრობებს ურჩევს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)