04:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 15:00:26, 1739 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მყოფი დაშავებული მეშახტეების მდგომარეობას პირადად გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - „ის კონტაქტურია, ჩვენ მასთან ვისაუბრეთ დეტალებზე. მას კარგად ახსოვს მომხდარი უბედური შემთხვევა - როგორ დაარტყა ჰაერის ტალღამ და როგორ მიანარცხა, გადააგდო. როგორც მან გვითხრა, სადღაც 17 მეტრზე მაინც გადააგდო ჰაერის ტალღამ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, თუმცა, ის კონტაქტურია.

„ჩვენ დავარწმუნეთ ოჯახის წევრები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სურვილის შემთხვევაში, თავიანთ საქმეს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics