|
2018-04-04 19:30:28, 1627 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი
ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, მომზადდა რეფორმა, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტ პირებს საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაცია შეეძლებათ. აღნიშნული პროცესი უცხოელ იურიდიულ პირებს საშუალებას მისცემს გახდნენ საქართველოს ელექტრონული რეზიდენტები, ამავდროულად, დაარეგისტრირონ კომპანია საქართველოში და შესაბამისად, გახსნან ანგარიშები ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემაში. „ეს არის მასშტაბური რეფორმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე უწყებს კოორდინაციას. ამ დავალების შესრულება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. აღნიშნულ იდეაზე გვქონდა კონსულტაციები და მიღებული გვაქვს თანხმობები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. რამდენიმე თვეში, სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ამ მნიშვნელოვან იდეას საბოლოო სახეს მივცემთ. ჩვენი მიზანია, რომ ბიზნესმენებმა, რომლებიც საქართველოში დარეგისტრირდებიან, გააფართოვონ ბიზნესი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თუ ვინმე გადაწყვეტს საქართველოში გახსნას საწარმო, ბუნებრივია, მათ ექნებათ უფლება, ისარგებლონ იმ თავისუფალი რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ ევროკავშირთან და ჩინეთთან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი განცხადებით, დღეს დაანონსებული სამივე რეფორმა მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)