13:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 12:07:07, 1557 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა ქუჩაში

განათლების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელს ხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიზანი,  მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა.

კვირიკაშვილის განმარტებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად ყველა მოსწავლეს შეეძლება:

„სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებთან დაკავშირებით, ასევე აძალიან  მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივაა, განათლების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. გადაწტყვეტილებების მთავარი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა.სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად ყველა მოსწავლეს შეეძლება. ამ პროგრამის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება და 1700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლების  100 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს  ამაში მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრის  ჩატარებაზეა საუბარი. ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა ქუჩაში. მივესალმები ამ ინიციატივას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics