|
2018-04-03 12:55:25, 1407 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში სამი ბრალდებული დამნაშავედ სცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები ვ.ფ, ა.ტ და შ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" „გ" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 10:15 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ვ.ფ, ა.ტ და შ.თ, ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ს.ს „ნოვა ტექნოლოჯის" თანამშრომლებს, რომლებსაც სააქციო საზოგადოების თანხა გადაჰქონდათ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ს.ს „ნოვა ტექნოლოჯის" კუთვნილ „რენო-კლიოს" მარკის ავტომანქანას და თანხას 101 442 ლარის ოდენობით. სამართალდამცველებმა ვ.ფ, ა.ტ და შ.თ 2017 წლის 22 ივნისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" „გ" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ფ-ს 8 წლით, ა.ტ-ს 9 წლით, ხოლო შ.თ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)