|
2018-04-02 19:11:57, 1914 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მწვრთნელს ბრალდება წარედგინა-პროკურატურა პატიმრობას ითხოვს
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 65 წლის ა.ვ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს ქ. სენაკში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროკურატურამ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მწვრთნელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. "დაზარალებულთან მუშაობს ფსიქოლოგი, მისი მხარდაჭერის მიზნით საქმეში ჩართულია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენელი ესწრება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს",-განმარტავენ მთავარ საგამოძიებო უწყებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)