|
2018-04-02 14:47:17, 1577 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვა „გირგვლიანის შესწორებებთან“ არაფერ შუაშია
„მემორანდუმთან, რომელიც შეეხება 2005-12 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვას, არაფერ შუაშია"გირგვლიანის შესწორებები". რატომ თქვა ასე პრეზიდენტმა, თავად მას უნდა კითხოთ. ფაქტია, რომ სხვადასხვა თემებზეა საუბარი“,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან მომერანდუმის გაფორმებას. „თავის მხრივ გირგვლიანის შესწორებები, რომელიც უკვე დაარეგისტრირა ჩვენმა ფრაქციამ და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულების პრევენციას და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფოძალმომრეობისგან. მეორე მხრივ ის არის მართლმსაჯულების ხელშეუვალობის ძალიან მაღალი გარანტია. გარანტია იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოსმსგავსი ქმედებების ჩადენა“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. როგორც აღინიშნა, მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარებილიტირებელი გარემოებების დადგენას. მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირთა უფლებების აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)