04:39 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-01 11:02:01, 842 ნახვა

რეგიონი
ამბროლაურისა და ონის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანები გადაეცა

ამბროლაურისა და ონის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ჯიპის ტიპის სპეცმანქანები გადაეცა.

3 ავტომობილი რაიონულ სამსახურებში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა. 

ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. 

მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის 22 მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics