04:39 - 14 Aug, 2026
|
2018-03-31 17:08:10, 1096 ნახვა
რეგიონი
აქცია მესტიაში - 7 თვის ორსული პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა
მესტიის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა "მესტიაჭალა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს და ტერიტორიიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ სამშენებლო ტექნიკა ტერიტორიას არ დატოვებს. აქციის ერთი-ერთი მონაწილე, 7 თვის ორსული მაგდა გულედანი პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა, რათა ტექნიკა არ გაეტარებინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მესტიაში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. "სხვა გზა არ იყო, ასე გამოვხატე ჩემი პროტესტი. აქედან ადგომას არ ვაპირებ, სანამ სამშენებლო ტექნიკას არ დაწევენ და სანამ სპეცდანიშნულების რაზმებს სვანეთის ტერიტორიიდან არ გაიყვანენ. პროტესტს გავაგრძელებთ, სანამ არ დასამარდება საქართველოს მასშტაბით ჰესომანია", - განაცხადა მაგდა გულედანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)