04:40 - 14 Aug, 2026
|
2018-03-31 11:06:15, 859 ნახვა
რეგიონი
ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანები გადაეცა
ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები დღეიდან გამოძახებას ახალი, ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით შეასრულებენ. ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონებში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა.
ჯიპის ტიპის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის მანქანების გადაცემა გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)