|
2018-03-30 15:22:59, 2351 ნახვა
კომენტარი
კოკოითი: ტატუნაშვილის საქმე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები ექნება
ტატუნაშვილის საქმე, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები ექნება, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პროვოკაცია იმ პროქართული ძალების ნამოქმედარია, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეაღწიეს. „არჩილ ტატუნაშვილის საქმეს რაც შეეხება, ეს ადამიანური ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. თუ ის ასეთი დივერსანტი იყო, ყველა მტკიცებულების წარდგენა იყო საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პროვოკაციაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები ექნება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროვოკაციაში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაცაა გარეული. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ეს? ამ სიტუაციით საქართველომ საინფორმაციო ველზე უპირატესობა მიიღო და საერთაშორისო საზოგადოება ამის გამო რუსეთს ემუქრება. ეს ოსეთის რეპუტაციას ურტყამს, რომელიც ძალიან რთულ დროს მოვიპოვეთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია საბაბი, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ედუარდ კოკოითმა. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდების შემდეგ, 20 მარტს ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა. 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)