22:16 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 17:49:29, 2239 ნახვა

პოლიტიკა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი: შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, რადგან ქართულ მხარეს მფარველების გაბრაზების ეშინია

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარის მარია კოტაევას განცხადებით, ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მსოფლიოში ანტირუსული კამპანიის გამო არ დათანხმდა.

ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს.

როგორც კოტაევამ აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებები, ევროპის მასშტაბით რუსი დიპლომატების გაძევებას დაემთხვა. იგი მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს "დასავლელი მფარველების გაბრაზება არ სურდა".

"საქართველოს ხელისუფლებამ მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას შესაძლოა ხელი მოაწეროს. ამის ფონზე სამხრეთ ოსეთში გაჩნდა ერთგვარი მოლოდინი, თუმცა ჟენევის მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ ისევ დაიწყო რუსეთის დადანაშაულება ოკუპაციაში. შედეგად წინ ნაბიჯი არ გადაიდგა და შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ანტირუსული კამპანიის ფონზე, ვერ გაბედა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, რათა დასავლელი მფარველები არ გაებრაზებინა", - განაცხადა კოტაევამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics