19:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 14:33:17, 1612 ნახვა

საზოგადოება
საზმაუს სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია.

თავმჯდომარის კანდიდატებად ორი მეურვე გია იაკობიძე და გიორგი ნიჟარაძე დასახელდნენ, თუმცა ორივე მათგანმა თვითაცილება მოითხოვა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 17 აპრილამდე ისევ გრიგოლ გოგელია დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ მორიგი კენჭისყრა შესაძლოა, 17 აპრილამდე ჩატარდეს, თუმცა თუ ამ დრომდე არ მოხდა საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, არჩევნები უკვე საბჭოს ახალი შემადგენლობის ფარგლებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორი ახალი წევრი აირჩია. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა პარლამენტის დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა მიიღო (101). უმრავლესობის კვოტით წარდგენილმა ზაზა შათირიშვილმა კი პარლამენტის მხარდაჭერა 103 ხმით მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics