|
2018-03-29 13:22:20, 1575 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: თუ რუსეთს უნდა, ჩაშალოს ჟენევის ფორმატი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალური ზიანი მიიღოს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ჟენევის მოლაპარაკებების 34-ე რაუნდს ეხმაურება. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გრიგორი კარასინის განცხადება პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით მოულოდნელი არ ყოფილა. "სამწუხაროდ მან დაადასტურა ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით. მიესალმა პრემიერმინისტრის წერილს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იყო საზიანო, რადგან იყო იმ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც რუსეთის ინტერესებში შედის უკვე მრავალი წელია. დაგმო პარლამენტის მიერ "ევროპული საქართველოს" ინიციატივით მიღებული რეზოლუცია, რადგან ის სწორად აყენებს საკითხს და რეალურად ავალებს მთავრობას რომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც რუსეთს უქმნის პრობლემებს და ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია. რა თქმა უნდა ზოგადად ჟენევის, დღეს არსებული ფორმატი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგრესიის შემდეგ არის ის ფორმატი რაც საქართველოს გრძელვადიანად ჭირდება. თუ რუსეთს უნდა რომ ჩაშალოს ეს ფორმატი, ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მაქსიმალური ზიანი მიიღოს რუსეთმა და ცალსახად მისი პასუხისმგებლობა იყოს ასეთ ნაბიჯზე წასვლა", - განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი განცხადება მიმართული იყო პოზიტიური წინსვლისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში. თუმცა, მანვე დასძინა, რომ მოგვიანებით პარლამენტის მიღებულმა განცხადებამ პრემიერის განცხადების სრული დეზავუირება მოახდინა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)