|
2018-03-26 17:53:40, 1686 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძეზე: მოგმართავთ ქალებს, სანამ პოზიციებს დავიჭერთ, მამაკაცებსაც მოვუსმინოთ
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ის პაპუნა უგრეხელიძესთან შეხვედრას აპირებს და რამდენიმე მწვავე კითხვასაც დაუსვამს. გარდა ამისა, მინისტრმა ყველა ქალს მოუწოდა, პოზიციების დაკავებამდე მამაკაცებსაც მოუსმინონ. "მე მას, როგორც ქალმა მინისტრმა, უნდა მოვუსმინო. მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ ის პირადად არის მოპასუხე. შესაბამისად ამ საქმის მასალები იცის მხოლოდ მან და მეორე მხარემ. მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვებიც მასთან. რაც შეეხება სახალხო დამცველის დასკვნას, ომბუდსმენმა რეკომენდაციები პირადად პაპუნა უგრეხელიძეს მიაწოდა. შესაბამისად, პირველ რიგში ქალებს მოგმართავთ - ჩვენი ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ეს ბრძოლა იყოს წარმატებული, მნიშვნელოვანია, სანამ პოზიციებს დავიჭერთ - მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ", - განაცხადა ტეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე რამდენიმე დღის წინ ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)