|
2018-03-24 15:21:18, 1708 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: მთავარი ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილისთვის ღირსეული პატივის მიგების შემდეგ, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მისი მკვლელების დასჯა იქნება. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, საქართველომ პარტნიორებთან ერთად უნდა აამოქმედოს ყველა ინსტრუმენტი, რათა მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს. "დღეს ყველანი უნდა ვიყოთ პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდში. რა თქმა უნდა ამის შემდგომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება. ერთის მხრივ იმის გამო, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორეს მხრივ ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისათვის, რომ მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენდა სამწუხაროდ ხდება ჩვენს ტერიტორიაზე", - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან უკვე გამოასვენეს. მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ცოტა ხანში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)