01:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 21:40:12, 1741 ნახვა

კომენტარი
სუბარი: საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის გაცილებით მაღალ სტანდარტს დემოკრატიისთვის

„ორი მთავარი რამით არის გამორჩეული საკონსტიტუციო ცვლილებები. პირველი, რომ ქმნის გაცილებით მაღალ სტანდარტს დემოკრატიისთვის და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის",- ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებების კუთხით კონსტიტუცია ხაზს უსვამს ისეთ აქცენტებს, როგორიც არ ყოფილა აქამდე არც ერთ კონსტიტუციაში

„ორი მთავარი რამით არის გამორჩეული საკონსტიტუციო ცვლილებები. პირველი, რომ ქმნის გაცილებით მაღალ სტანდარტს დემოკრატიისთვის და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის, მათ შორის, პარტიული ჩართულობით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეორე, ზრდის უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყნის მომავალი წინსვლისთვის. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა თავში არის ჩამოყალიბებული, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა მეორე თავში, რომელიც კონკრეტულად, ადამიანის უფლებებს ეძღვნება, ისევე როგორც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის ძლიერი გარანტიები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებას და ამის მაგალითია შშმ პირებზე, ჯანდაცვის უფლებაზე, განათლების უფლებაზე, ბავშვთა უფლებებზე, ღირსეული საცხოვრისის უფლებაზე ისეთი აქცენტები, როგორიც არ ყოფილა აქამდე არც ერთ კონსტიტუციაში.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics