|
2018-03-23 15:02:31, 1657 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: არსებობს ნიშნები, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ იმართება
„არსებობს იმის ნიშნები, რომ სასამართლო ხელისუფლება იმართება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ“,-ამის შესახებ იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ საბჭოში გამართული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომლის მეშვეობითაც 7 მოსამართლე უვადოდ გამწესდა. „ამ ჯგუფის ძალაუფლება თავმოყრილია თავმჯდომარეების მანდატში. შესაბამისად, ერთ-ერთი ინციატივა, რომელიც მაქვს, არის თავმჯდომარის ინსტიტუტის ცვლილება, რადგან თუ ამ ჯგუფს ფორმალური ბერკეტიები არ ექნება, ისინი ვერ შეძლებენ ფორმალური ბერკეტის საშუალებით მოსამართლეების მართვას“,-აღნიშნა ანა დოლიძემ. საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნის დროებით შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ: „დახურულ სხდომაზე ჩვნემა უცხოელმა პარტნიორებმა დაყენს საკითხი და იყო რეკომენდაცია, დროებით ხომ არ შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა იქამდე, ვიდრე არ შეიცვლება და დაიხვეწება პროცედურები (რაშიც იგულისხმება ღია კონკურსები და არა მოსამართლეების ე.წ. გადანიშვნა, რომელიც ახორციელებს მოსამართლის უფლებას), ვფიქრობ ეს განსახილველი საკითხია“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ირწმუნება, რომ იუსტიციის საბჭო კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს და არანაირი გავლენიანი ჯგუფები არ არსებობს: „არანაირ გავლენიან ჯგუფებზე საუბარი არ არის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუშობს ჩვეულ რეჟიმში, საქმიან რეჟიმში და კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საკითხზე“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)