|
2018-03-23 14:33:21, 1419 ნახვა
კომენტარი
ონოფრიშვილი: „ენერგო პროს“-ს პასუხისმგებლობა არ იკვეთება - ძაბვის ვარდნა ჩვენს ტრასფორმატორში მოხდა
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის ინფორმაციით, „საძელეს“ საბაგიროს ინციდენტის დროს „ენერგო პრო“-ს ქსელში ძაბვის ვარდნა არ მომხდარა. როგორც ონოფრიშვილმა განმარტა, ძაბვის ვარდნა საბაგიროს ტრანსფორმატორში დაფიქსირდა. მისივე თქმით, თანამშრომლების გადამზადება სისტემატიურად მიმდინარეობდა. „რა მოხდა ამას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების მომზადებას და ტრენინგს, გეტყვით, რომ დაახლოებით 30-მდე ადამიანი შემოდგომაზე იყო დოპელმაიერის სათავო ოფისში, სადაც გაიარეს ტრენინგი, აგრეთვე ჩვენ ჩამოგვყავდა რამდენჯერმე ამ წლების განმავლობაში. თითო წელიწადში ორჯერ მაინც. როდესაც ჩამოდიოდნენ ფრანგი ექსპერტები , ავსტრიელი ექსპერტები, რომლებიც უტარებდნენ ჩვენს საბაგიროს თანამშრომლებს და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგებს. "ენერგო პროს" მის ქსელში ძაბვის ვარდნას ადგილი არ ჰქონია. ეს არის ჩვენი ქსელი, ჩვენი ტრანსფორმატორი და იქ იყო ძაბვის ვარდნა. ამიტომ ამ წუთას, "ენერგო პროს" პასუხისმგებლობა არ იკვეთება",-განაცხადა ონოფრიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)