15:54 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 12:23:43, 1763 ნახვა

საზოგადოება
მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს

გუდაურში „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პირველმა-ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანების მომხდართან დაკავშირებით

„მომმართა ორმა ადანიამა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ეს არის მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასვე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას. ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და მომმართეს უფლებამოსილების შეჩერებაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დღეს საზოგადოებას გუდაურში მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ დასკვნა გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომხდარის მიზეზი ოპერატორის შეცდომა გახდა.

შეგახსენებთ, 16 მარტს, გუდაურში „საძელეს“ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics