03:42 - 14 Aug, 2026
|
2018-03-22 16:02:05, 736 ნახვა
რეგიონი
ოკუპანტებმა სოფელ აძვის სიახლოვეს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი საოკუპაციო ზოლთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ევროკავშირის მისია უკვე ინფორმირებულია და ამ დროისთვის ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს. "გიდასტურებთ, რომ მოხდა 2 პირის დაკავება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება", - განაცხადეს სუს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)