|
2018-03-22 11:52:23, 1018 ნახვა
რეგიონი
შუახევში დაკარგულ მოზარდს მესამე დღეა ეძებენ
შუახევში დაკარგულ მურმან ფუტკარაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ორი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ შუახევის, ხულოს, ქედის, ბათუმის სახანძრო - სამაშველო ბრიგადები, სულ 60 -ამდე მაშველი და 2 მყვინთავი. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო დამატებით 1 მყვინთავი და თბილისის სახანძრო- სამაშველო ბრიგადები. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ. დღეიდან სამძებრო სამუშაოები ჩირუხის წყლისა და აჭარის წყლის სანაპიროებთან გრძელდება. მესამე დღეა შემთხვევის ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. ოჯახს მიუსამძიმრა და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე. პირად კონტროლზე ყავს სამძებრო სამუშაოები აყვანილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, რომელსაც მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მერი ფრიდონ ფუტკარაძე აწვდის. სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და შშს შუახევის რაიონული სამმართელოს თანამშრომლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)