|
2018-03-22 11:23:51, 1602 ნახვა
კომენტარი
შოთაძე - სამხარაულის ექსპერტიზის შემდეგ, დადგინდება საჭიროა თუ არა ტატუნაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, დადგინდება არის თუ არა საჭირო არჩილ ტატუნაშვილის საქმეში საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, გამოძიება გამჭვირვალე იქნება. "მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, შსს-ში გამოძიება დაწყებულია და დაიწყო იმ დღესვე, როცა მოხდა ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას ამ საქმეში, ამ ეტაპზე დანიშნულია ექსპერტიზა საქართველოში, სამხარაულის ბიუროში. სამხარაულის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას - არის თუ არა საჭიროება ამ საქმეზე ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, გამოძიება იქნება სრულიად გამჭვირვალე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)