|
2018-03-22 10:54:22, 1621 ნახვა
კომენტარი
„სითი პარკის“ 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია "სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. "როგორც იცით, 10 აპრილიდან პარკირების სისტემის მართვას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს კეთილისინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. პარკირების საფასურიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას. აქვე მინდა გამოვეხმაურო “სითი პარკის” მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, პროცესი განიხილოს პოლიტიკურ ჭრილში, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა “სითი პარკის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია. ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების, მათ შორის ისრაელის კომპანიების ბიზნესაქტივობებს. მინდა ასევე შევეხო “სითი პარკის” თანამშრომლების საკითხს. მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, “სითი პარკის” ინსპექტორები (დაახლოებით 120 ადამიანი), რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ პარკირების სისტემის მართვას, გადმოვიყვანოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ეს ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. ვავალებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მის ხელმძღვანელს, უზრუნველყოს ამ ადამიანების გადმოყვანა", - განაცხადა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)