|
2018-03-22 10:31:52, 1291 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია, ევროდირექტივების შესაბამისად ენერგოეფექტურობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება
"ჩვენი მთავარი მიზანია, ევროდირექტივების შესაბამისად ენერგოეფექტურობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ საქართველოში წარმოდგენილი დონორი ორგანიზაციების - EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC - წარმომადგენლები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა სხვა კანონპროექტებზე, რომელთა მიღებასაც საქართველოს მხარე აპირებს ახლო მომავალში. „ჩვენი მიზანია, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება. კანონპროექტი EU4ENERGY-ის ფარგლებში, ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის განხილვას ჩვენ მიმდინარე წელს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ვგეგმავთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონპროექტზე „საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მარკირების შესახებ". თავის მხრივ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, ევროკომისია და დონორები ორგანიზაციები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით გრანტითა და დაბალპროცენტიანი ფინანსური რესურსით.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)