|
2018-03-21 21:44:20, 1627 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ გააერთიანა საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის მიერ მიღებულ „ტატუნაშვილი - ოთხოზორიას რეზოლუციას“, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობით დამტკიცდა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუცია რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში ქვეყნის ერთიანობის მაჩვენებელია. "ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ, გააერთიანა მთელი საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე. რუსეთი არის ოკუპანტი. მისი პოლიტიკა უკვე ნათელია ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსხვავება ფაქტიურად არ არსებობს ტატუნაშვილის მკვლელობასა და იმ თავდასხმას შორის, რომელიც ახლახანს დიდ ბრიტანეთში განხორციელდა. ეს კარგად გახდა ნათელი ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის, ამაზე მუდმივად აკეთებდა აქცენტს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელსა და ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებზე და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტუაციაში ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატშიც დაფიქსირდა სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)