|
2018-03-21 13:17:19, 1837 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა მელორ ვაჩნაძე დააკავეს
სამართალდამცველებმა მელორ ვაჩნაძე დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა ედება. „მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანის ხულიგნობით მუხლებით (166-ე, 173-ე)“, - განაცხადეს უწყებაში. იგი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძე გუშინ საღამოს არაფხიზელ მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკაში მივიდა და ერთ-ერთ პაციენტთან შესვლას ითხოვდა. ვინაიდან მნახველების შესვლის დრო ამოწურული იყო, მას კლინიკის დაცვამ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. აღნიშნულის გამო ვაჩნაძემ დაცვის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი დააკავეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)