|
2018-03-21 12:39:33, 1473 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აგრარულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღეისათვის არსებობს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების პროცესში და რომ მიღებული გადაწყვეტილებები მისაღები და გაზიარებული უნდა იყოს ბიზნესწრეების მიერ. „ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მთავრობა შეხვედრებს სისტემატურად მართავს. ბიზნესთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრას 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც მათთვის საინტერესო კონკრეტული მიმართულებებით არსებული ვითარებისა და გეგმების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხები მინისტრისგან მიიღეს. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)