|
2018-03-21 10:55:08, 1012 ნახვა
რეგიონი
მდინარე ჩირუხის წყალში 13 წლის მოზარდს ეძებენ
მეორე დღეა სოფელ შუბანში ჩირუხის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაშველები, მდინარეში 13 წლის მურმან ფუტკარაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. შემთხვევა გუშინ დაახლებით 17 საათზე მოხდა. მოზარდი თანატოლებთან ერთად ბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ადიდებულ მდინარეში ჩაუგორდა და მას გადაყვა. ადგილზე მუშაობენ შუახევის, ხულოს, ქედის ორ-ორი და ქ. ბათუმის ხუთი სახანძრო - სამაშველო ბრიგადა, სულ 60 -ამდე მაშველი. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობა. შემთვევის ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, შშს შუახევის რაიონული სამმართელოს თანამშრომლები, მობილიზებულია სასწრაფო- სამედიცინო სამსახურის ბრიგადა
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)