13:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 20:32:17, 1407 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული ბიზნესის რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის რომ თითოეული ბიზნესის რეპუტაცია.იყოს შენარჩუნებული",- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავისი ამოცანები აქვს, რომელიც უნდა შეასრულოს. 
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. 

“არავის მიზანი არ არის ბიზნესის დაზარალება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული ბიზნესის რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული. თუმცა, ამავე დროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს თავისი ამოცანები, ისინი არ იქნებიან მართლები თავის მოვალეობებთან, მოსახლეობასთან, რომ არ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ. საზოგადოებრივი კვების პოპულარული ობიექტები არის პოპულარული ადგილი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შესაბამისად, მაღალი დონის სტანდარტის შენარჩუნება, ჩვენი ამოცანაა, ამიტომ პროცესს ობიექტურად უნდა შევხედოთ”, - განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილის თქმით, შემოწმებებს ისინი რეგულარულად უკევე რამდენიმე წელია ატარებენ, მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და პოპულარულ რესტორნებში.
მისივე განცხადებით, წესებისა და ნორმების დაცვა აუცილებელია.

შეგახსენებთ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

როგორც ცნობილია, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics