13:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 19:01:19, 1625 ნახვა

საზოგადოება
ცხინვალის დე-ფაქტო გენპროკურატურა: ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადავცემთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს დღეს გადასცემენ, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაცით, ცხედრის გადმოცემის პროცედურაში წითელი ჯვარი იქნება ჩართული.

მედიის ცნობით, ცხედართან ერთად საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ექსპერტიზის დასკვნასაც გადასცემს.

„ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ველოდით, რომელიც მანამდე რუსეთში დავუკვეთეთ. ამ დროისთვის დასკვნა უკვე მიღებულია და როგორც ადრე განვაცხადეთ, ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადავცემთ ექსპერტების დასკვნასთან ერთად“, - აღნიშნეს დე-ფაქტო გენპროკურატურაში.

მათივე თქმით, ცხედართან ერთად გადმოცემული იქნება ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics