|
2018-03-20 13:56:51, 1419 ნახვა
კომენტარი
ნილს სკოტი: რაც „რუსთავი 2“-თან მოხდა მიუღებელია - იმედია, ხელისუფლება ამის განმეორებას აღარ დაუშვებს
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, იმის მიუხედავად, კონკრეტული ჯგუფი ეთანხმება თუ არა ჟურნალისტის ნათქვამს. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევას სათანადო ყურადღებას მიაქცევს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას არ დაუშვებს. "ის რაც მოხდა გუშინ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად მიუღებელი. შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო იმას, რაც თქვა ჟურნალისტმა, თუმცა ძალადობა დაუშვებელია. ასეთი ქმედება არის მიუღებელი. ჩემი ინფორმაციით "რუსთავი 2"-ში მიმდინარეობს შიდა პროცედურა ჟურნალისტის ნათქვამთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან კარგი, რომ ტელევიზია თავად აგვარებს ეთიკურ საკითხებს, მეორეს მხრივ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაცრ ყურადღებას მიაქცევს ამ შემთხვევას და აღარ დაუშვებეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას“, - განაცხადა ნილს სკოტმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)