12:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 17:36:20, 2036 ნახვა

საზოგადოება
ფიზიკური დაპირისპირება „რუსთავი 2“-ის შენობასთან - დაშავდა ერთი ჟურნალისტი

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“, სადაც „ქართული მარშის“ წევრები აქციას მართავენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ავტომობილს ეზოში არ უშვებდნენ. როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, წამყვანმა მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა. ისინი ითხოვენ, რომ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ საჯაროდ ბოდიში მოიხადონ.

ამასთან, „ქართული მარშის“ წევრების თქმით, ისინი ტელეკომპანიის ეზოში უფრო ფართომასშტაბიან აქციასაც ჩაატარებენ.

"აქ 20 კაცი კი არ იდგება, არამედ მთელი საქართველო ჩამოვა და გაბუნიას მოუწევს ბოდიშის მოხდას, თანაც მუხლის ჩოქებზე", - განაცხადა "ქართული მარშის" ერთ-ერთმა წევრა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ აქციის დროს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით ერაძე დაშავდა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსნებთ, გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე", - განაცხადა გაბუნიამ გადაცემა P.S-ის ეთერში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics