|
2018-03-19 12:47:03, 1841 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივა თელავში წარადგინა
თელავში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. „საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი საგადასახადო ინიციატივა თელავში გავაცანით. ჩვენ მათგან მოვისმინეთ დამატებითი რეკომენდაციები თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დავხვეწოთ ახალი საგადასახადო რეფორმა. რათქმაუნდა კახეთისთვის აღნიშნულ ინიაციატივას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, როგორც მოგეხსენებათ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად წაახალისა მეღვინეობა, ამის გარდა ვხედავთ ტურისტების გაზრდილ ნაკადს და შესაბამისად კახეთს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ აქ მცირე და საშუალო ბიზნესი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით. ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში. პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საგადასახადო კოდექსში მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)