|
2018-03-19 12:27:55, 1571 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე რეზოლუციაზე: ეს იქნება ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე
„რეზოლუციის ტექსტი პრაქტიკულად შეჯერებულია, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები საბოლოო ფორმულირებაზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული პარლამენტის და სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე. „ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სრულფასოვნად არის ასახული დოკუმენტის სათაურიდან დაწყებული, ტექსტით გაგრძელებული. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ტექსტის საბოლოო კორექტირებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული პარლამენტის და სახელმწიფოს ერთიანი პასუხი იმ უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ მისცემს პოლიტიკურ შეფასებას, რომ რუსეთს, როგორც ოკუპანტს ეკისრება სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დააწესებს კონკრეტულ მექანიზმებს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დარღვევები აღარ მოხდეს და ყველა ვინც დამნაშავეა ქართველების გატაცებაში, წამებაში და მკვლელობაში ყველას მიმართ გამოყენებული იყოს მაქსიმალური ზომები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუცია პარლამენტის საგარეო კომიტეტმა დღეს ერთხმად მიიღო. რეზოლუციას პარლამენტი კენჭს კვირის ბოლოს უყრის.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)