12:08 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 14:51:34, 2699 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში ექსპერტები საბაგირო „საძელეს" სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ

გუდაურში ფრანგული კომპანია „ბიურო ვერიტასის" წარმომადგენლებმა პირველი კომენტარი გააკეთეს.

კომპანიის ექსპერტების განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ისინი გეგმავენ ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს" სადგურის მონახულებას, ინციდენტის ადგილის უშუალო დათვალიერებას, მისი მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას. მომდევნო ეტაპზე, ექსპერტები უშუალოდ საბაგიროს დოკუმენტაციას შეისწავლიან. 


ფრანგული საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის" ექსპერტები გუდაურში დღეს დილით ავიდნენ. მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს პირველ პირებთან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად. „ბიურო ვერიტასის" ექსპერტები 16  მარტს, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად არიან ჩამოსული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics