|
2018-03-17 13:38:16, 1497 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაეწერა და გუდაურში სასრიალოდ დაბრუნდა
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ოლეგ ვიტროკი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა და გუდაურში სასრიალოდ დაბრუნდა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადა, სადაც საბაგიროზე მომხდარი ინცდენტის დროს დაშავებულები მოინახულა. „დღეს დილით ადრე ოლეგ ვიტროკი გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ გუდაურში დაბრუნდა სასრიალოდ, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ყველა პაციენტი კონტაქტურია, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დაკვირვების მერე ექიმები ოთხ პაციენტს გაწერენ და სახლში გამგზავრების უფლებას მისცემენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)