|
2018-03-17 10:01:55, 2185 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
2 მარტიდან დღემდე, პოლიციამ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული: „სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მყისიერ და კანონის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.წ., ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლს - 1988 დაბადებულ ნ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან ყელისა და მაჯის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიიყენა. ნ.კ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი გორის სამკურნალო დაწესებულებაში. ამ დროისთვის, მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით. სამართალდამცველებმა გორში კიდევ ერთი ოჯახში მოძალადე - 1991 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს, რომელმაც ორსულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)