|
2018-03-16 19:17:52, 2109 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და საპარლამენტო უმცირესობა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს . პარტია დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ბრიტანელ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. "ასევე, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ერთობლივ განცხადებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ადამიანების გატაცებებისა და მკვლელობების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დიდი ბრიტანეთის ოფიციალური და ღია მხარდაჭერისკენ. ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე საქართველო საკუთარი მოკავშირის გვერდით უნდა დადგეს", - ნათქვამია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)