23:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 15:42:21, 1386 ნახვა

კომენტარი
ხმალაძე - თუ „სითი პარკის“ თანამშრომლებზე დაფიქსირდება აგრესია ან თავდასხმა, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კომპანიის მიერ მერიისთვის ფუნქციების გადაბარების საკითხზე იმსჯელეს.

როგორც ხმალაძემ განმარტა, 10 აპრილიდან პარკირების მონიტორიგნს თბილისის სატრანსპორტო კომპანია უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

"შეხვედრის აზრი იყო ის, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სათანადოდ გავატაროთ ის ორგანიზაციული ღონისძიებები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ 10 აპრილიდან უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს პარკირების მონიტორინგი სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. ჩვენ რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწევს მათთან ერთად, რათა სათანადოდ მოხდეს პროცესის გადმობარება", - განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, ვიცე-მერი გამოეხმაურა კომპანია ”სითი პარკის” განცხადებას თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აგრესიის ან თავდასხმის შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებენ.

„ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია ინსპექტორების მიმართ აგრესიის გამოვლენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას ისევ "სითი პარკი" განახორციელებს და აუცილებელია, ამ კომპანიას ჰქონდეს საშუალება განახორციელოს პარკირების მენეჯმენტი. თუკი დაფიქსირდება აგრესია, თავდასხმა ამას მოჰყვება შესაბამისი ზომები", - განაცხდა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics