|
2018-03-16 12:57:41, 1972 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქუთაისში კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1976 წელს დაბადებული ი.ჟ. ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჟ. ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)