|
2018-03-16 11:18:38, 1586 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ სცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 7 იანვარს, საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, ყოფილი მეუღლის ზ.ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა, რა დროსაც ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე ღამეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მსჯავრდებული 6 თვეს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით“,- ნათქვამია პროკურტურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)