|
2018-03-15 12:21:58, 1808 ნახვა
ეკონომიკა
ელისო ბოლქვაძე: Check in Georgia დიდი ხელშეწყობაა ქვეყნისა და მისი კულტურისთვის
„Check in Georgia-ს არსებობა ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოში და დიდი ხელშეწყობაა ქვეყნისა და მისი კულტურისთვის" - ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი „იუნესკოს" პატრონაჟით ტარდება და ეს არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ფესტივალი აკმაყოფილებს ყველა იმ ღირებულებას, რაც „იუნესკოსთვის" და კონკრეტულად, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. „ფესტივალზე ახალგაზრდა მუსიკოსებისა და ბავშვების დიდი კონცენტრირებაა, რომლებიც მერე საზღვარგარეთ არიან მიწვეული სხვადასხვა ფესტივალებსა და მასტერკლასებზე. ფესტივალი ასევე მოიცავს რეგიონებში სკოლების ჩართულობასა და პოტენციური მსმენელის ჩამოყალიბებას. ასე რომ, თავისი ხასიათითა და მნიშვნელობით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი არის საყურადღებო და ბედნიერები ვართ, რომ Check in Georgia-ს პროექტში ვმონაწილეობთ", - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ. Check in Georgia-ს ფარგლებში ბათუმის მეექვსე მუსიკალური ფესტივალი ბათუმში 2-13 სექტემბერს გაიმართება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)